saqarTvelos tbebi - marToTis tba

 

მართოთის ტბა (შამილის ტბა) - ტბა საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონის თხემზე, ზღვის დონიდან 2650 მ-ზე. ტბის ქვაბული მყინვარული წარმოშობისაა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. სამხრეთ ნაპირიდან გაედინება მდინარე კაბალი (ალაზნის სისტემა). წყალი სუფთაა და გამჭვირვალე.